კლუბი



Sen aRmoaCine niWi da gsurs ganaviTaro?
m o d i !!!
xelovnebis klubi ,,oqros xelebi’’ kviraSi samjer mogcemT SesaZleblobas SeiswavloT sxvadasxva teqnikis gamoyenebiT namuSevrebis Seqmna, qargva, mZivebiT aqsesuarebis gakeTeba, samajurebisa da fskvnilebis teqnikis daufleba.
miiRebT monawileobas saqvelmoqmedo gamofena-gayidvebSi.
g e l i T ! ! !



ხელოვნების  კლუბი
,,ოქროს ხელები“
ხელოვნების კლუბის ,,ოქროს ხელების“ პროგრამა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ამოცანების ზოგად პრინციპებს.
ხელოვნების კლუბის ,,ოქროს ხელების“ პროგრამა პასუხობს მოსწავლეთა მოთხოვნებს. უქმნის მათ ხელმისაწვდომ, მრავალფეროვან გარემოს საკუთარი მიდრეკილებების გამომჟღავნებისა და რეალიზებისათვის.
მასწავლებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითშეფასების და ურთიერთობების მართვაში.

ხელოვნების კლუბ ,,ოქროს ხელებს“ ევალება:
ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცნობიერებაში ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებათა დამკვიდრებას, რაც ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა;
შესთავაზოს  თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება.
ხელოვნების კლუბის ,,ოქროს ხელების“
1. მიზნები და ამოცანები:
· ხელსაქმის პოპულარიზაცია;
· მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სხვადასხვა აქსესუარების შექმნაში;
· პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და ხელის შეწყობა წინსვლაში;
· გამოფენა + საქველმოქმედო აქცია - გაყიდვებში მონაწილეობის მიღება.
2.1  მოსწავლეებში ხელოვნების სიყვარულის დანერგვა
2.3. მოსწავლეების პიროვნული განვითარება
2.2  მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4  კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;
2.6 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. კლუბში გაწევრიანება :

·          კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
·         კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IVII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
·          კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
·         კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
·          კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ხელმძღვანელის მიერ
·          კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
·         კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
·         კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3. მასწავლებლის მუშაობის პრინციპი:
·         შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა;
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·         მოსწავლეთა ჩართულობა;
·         თანამშრომლობითი უნარის გამომუშავება.
4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

·          კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 30 მოსწავლისა;
·         კლუბს ჰყავს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად.

5. კლუბის მუშაობა და ფორმა:

·         მოსწავლისა და მასწავლებლის უშუალო კონტაქტი;
·          კლუბი იკრიბება კვირაში სამჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
·         კლუბი დაყოფილია ორ ჯგუფად: ,,დიდების“ და ,,პატარების“ ჯგუფებად  შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
·         კლუბური მუშაობა გრძელდება 1 საათი







ხელოვნების კლუბ ,,ოქროს ხელების“  ერთ წელზე გათვილი გეგმა:

კლუბის გეგმა გაწერილია ეტაპების მიხედვით. ის შედგება 9 ეტაპისაგან:

1 ეტაპი: რეზინის სამაჯურები


2 ეტაპი: სხვადასხვა ტექნიკით სამაჯურების ქსოვა
(1 თვე)


3 ეტაპი: აქსესუარები: საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები
(6 შეხვედრა)




4 ეტაპი: აქსესუარები წებოს დახმარებით


5ეტაპი: დეკორაციების მრავალფეროვნება



6 ეტაპი: ვემზადებით აღდგომისთვის დეკორაციებით 


7 ეტაპი: ძაფი, ბუშტი და წებო

 8 ეტაპი: ფსკვნილის ტექნიკა



9 ეტაპი: ქარგვა



                                      კლუბის წევრების ნამუშევრები და მიღწევები:





























Комментариев нет:

Отправить комментарий