თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
Iა კლასი
I სემესტრის
ანგარიში ქართულ ენაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015 სასწავლო
წელი
დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლების ძირითადი მიზნებია: განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა,
კითხვა, მოსმენა, საუბარი);გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს
დამოუკიდებელი შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად
მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ შემდეგ უნარ-ჩვევებს: ხმამაღალი კითხვა, ჩუმი კითხვა,
გამოწერა, გადაწერა, კარნახით წერა, წარმოსახვის უნარი, ეპიზოდების თხრობა, შინაარსის
გადმოცემა საკავანძო სიტყვებზე დაყრდნობით, გამომეტყველებით კითხვა.
ქართული ენის გაკვეთილზე ვცდილობდი მოსწავლეთა
დაინტერესებას წიგნისადმი. დიდ ყურადღებას ვაქცევდი მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას,
რაშიც გვეხმარება წინა
საანბანო პერიოდის სურათების აღწერაზე მუშაობა. კვირაში ვხსნიდი ორ ასო–ბგრას, წინასაამბანო პერიოდში
ხატავდნენ და აფერადებდნენ ასო–ბგერებს. შევისწავლეთ ანბანიდან
20 ასო-ბგერა თანმიმდევრულად.ყოველ პარასკევს ვატარებდი შემაჯამებელ
გაკვეთილს, ვვარჯიშობდით კითხვაში, ვკითხულობდით დამატებით უცხო ტექსტებს ნასწავლი
ასო-ბგერებით. ვსწავლობდით ლექსებს , ანდაზებს,
ენის გასატეხებს. მოსწავლის წიგნს თან ახლავს
სამუშაო რვეული, რომელსაც ვავსებდით გაკვეთილის ბოლოს. გვქონდა დამატებით კალიგრაფიული
და უბრალო რვეული, სადაც ვწერდით ასო–ბგერებს, სიტყვებს, წინადადებებს, კარნახს და ვასრულებდით სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს. ტექსტის
წაკითხვისას ხდებოდა სიტყვების ასო–ბგერებად და მარცვლებად დაშლა. ვადგენდით სიტყვებისაგან
წინადადებებს, ვასახელებდით რამდენ სიტყვიანია
მოცემული წინადადება და რამდენ სიტყვიანი შეიძლება იყოს წინადადება... ვასწავლიდი
პასუხის გაცემას ჯერ მოკლედ, შემდეგ სრულად. დიდ ყურადღებას ვუთმობდი გამართულ მეტყველებას,
ტექსტის თხრობას, აზრის გადმოცემას სრულად და თანმიმდევრულად. ვაჩვევდი სათანადი ინტონაციით
კითხვას. ვაწერინებდი კარნახს, იწერდნენ დაფიდან დამოუკიდებლად. ყველა მოსწავლესთან ვმუშაობდი ინდივიდუალურად. მოსწავლეები
ხალისით იყვნენ ჩართული წყვილებში და ჯგუფურ სამუშაოებში. ვწერდით ტესტებს,ზოგადი უნარების
გამოყენებით (ავტ.ი.ხულელიზე, ნ. მერაბიშვილი) პირველი კვირის ბოლოს შევაჯამეთ ერთი
კვირის ნასწავლი ლექსები და გავაკეთე ვიდეო
ჩანაწერი, 5ოქტომბერს მასწავლებლებს ნასწავლი ლექსებით მივულოცეთ მასწავლებლის დღე
და გავაკეთეთ ვიდეო ჩანაწერი. ჩავატარეთ საჩვენებელი
გაკვეთილი „ აი ია“, სადაც ესწრებოდნენ დირექციის
წევრები და მასწავლებლები. ოქტომბრის თვეში მოვაწყვეთ ექსკურსია, რომელსაც მივეცით
პოეზიის საღამოს სახე და მშობლები ვასიამოვნეთ ჩვენი მიღწევებით.სემესტრის ბოლოს შეუძლიათ
წაკითხული ტექსტიდან უპასუხონ კითხვებს და თავად დასვან კითხვები. შეუძლიათ მარტივი
წინადადების შედგენა და სურათის აღწერა. ყოველ მეორე კვირას ვატარებ შემაჯამებელ წერას,
სადაც მოსწავლეები თავიანთ ცოდნას ამჟღავნებენ.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
Iა კლასის დამრიგებლის
ლიკა ლაგვილავას
I სემესტრის ანგარიში
2015 სასწავლო
წელი
დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხვრებაში
უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან,
ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.
უყალიბებს ელემენტარულ
სასწავლო ჩვევებს, აგრეთვე თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარს,
ჯანსაღ ღრებულებებს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი
სადამრიგებლო შხვედრები დაწყებით საფეხურზე. სადამრიგებლო საათზე I კლასელები ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს. ვცდილობ მჭდროდ ვითანამშრომლო
მათთან, რათა დავიმსახურო მათი ნდობა. ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევს კარგად გავიცნო მოსწავლეები და გავითალისწინო მათი ინდივიდუალური
შსაძლებლობები, თავისებურებები და საჭიროებები.
I1კლასში სიით ირიცხება 19 მოსწავლე. 7–გოგონა და 12 –ვაჟი.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო 14 სექტემბერს
მშობლებთან შეხვედრით, დღის რეჟიმის გაცნობა
(საუზმე,სადილი) , ტრანსპორტის საჭიროება, პრობლემების მოგვარებით, სახელმძღვანელოების გაცნობით, ცხრილის გაცნობით,სამეურვეო საბჭოს არჩევით
და კლასის საორგანიზაციო საკითხების გაცნობა –მოგვარებით.
პირველკასელი არ არის შეგუებული მოსწავლის სტატუსს და ვალდებულებებს. მათ პირველ
შეხვედრაზე ვესაუბრე თუ რას ნიშნავს იყო პირველ კლასელი.ძირითადი მონახაზი იყო სასწავლო
წლის მილოცვა, გაცნობა, სკოლასთან შეგუება
– რატომ დავდივართ სკოლაში? მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ წესები, რომლის დაცვაც
მათ ეხმარებათ სწავლისა და საგაკვეთლო პროცესის სწორად აღქმაში. დავდეთ ფიცი, რომ ვიქნებოდით
სწავლის მოყვარულები, საამაყოები და სანიმუშოები. ჩვენი კლასის ლოზუნგად ავირჩიეთ ,,ცოდნისაკენ
ჰერი, ჰერი!!!“
პირველი კვირის მიწურულს შევჯამეთ სკოლაში
უკვე ნასწავლი ლექსები და ვიდეო რგოლიც გადავიღე. 15 ოქტომბერს მასწავლებლებს ვიდეორგოლის
საშუალებით, ,,მასწავლებელი მოდის“ ლექსებით
მივულოცეთ მასწავლებლის დღე.
ოქტომბრის თვის შეხვედრაზე ქცევის წესები შევიმუშავეთ.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ქცევის წესებს! უფროსებთან მიმართვისა და მისალმების ფორმების ცოდნა.
ხელის აწევის კულტურა. გავუფრთხილდეთ სასკოლო ინვენტარს დ ნივთებს. კლასში მორიგეობის
შემოღება. საკლასო ოთახისა და ნივთების მოვლა.
ოქტომბრის
მიწურულს წავედით ექსკურსიაზე მცხეთაში, დავითგარეჯში, სადაც მშობლებისთვის
ბუნებაში მოვაწყვეთ პოეზიის წუთები. ჩავატარეთ
ღია გაკვეთილი ,,აი ია“, სადაც გვესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები.
ამავე თვის მიწურულს საუბარი გვქონდა სოციალურად
ღირებულ ქცევებზე. ზრდილობიან ფორმებზე
( გმადლობთ, ბოდიში, თუ შეიძლება... ) სხვადასხვა
სიტუაციებში ( ტრანსპორტსი, უფროსებთან, დაბადების დღეზე...) .
სულიერი აღზრდისათვის ბავშვები კოლექტიურად დაგვყავს
ტეატრში, სპექტაკლებზე. სკოლაში მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც უკლებლივ ყველა ესწრებოდა.
ნოემბრის თვეში საუბარი გქონდა შემდეგ საკითხებზე: ქუჩაში მოძრაობის წესებზე: საგზაო ნიშნების მნიშვნელობა,
შუქნიშნის ფერები. პირად ჰიგიენაზე: თავის მოვლის ჩვევები. ჯანსაღი კვება და სასრებლო
პროდუქტები. სპორტული აქტივობის მნიშვნელობა.
ნოემბრის თვეში მოვაწყვეთ ,,შემოდგომის კუთხე“,
სადაც პირველად შესანიშნავად დავძლიეთ აუდიტორიის წინაშე წარდგომის შიში.
დეკემბრის თვის შეხვედრებზე საუბარი გვქონდა ავადმყოფობის
გავრცელების წაროებზე. თავის დაცვაზე და ისევ
პირად ჰიგიენაზე. თვის მიწურულიდან დავიწყეთ ახალი წლისთვის მზადება, ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა, დეკორაციები.. მონაწილეობა მივიღეთ ,, მხიარულ სტარტებში“ სადაც გავიმარჯვეთ. მოვაწყვეთ საახალწლო კარნავალი, რომელიც ემსახურებოდა
ზეპირმეტყველების განვითარებას. 28 დეკემბერს ჩატარდა მშობელთა კრება: სემესტრის შედეგებსა და ამოცანებზე საუბრით...
სემესტრის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტები: ქართლსა და მათმატიკაში შედეგები იყო საშუალო და
კარგი. 29დეკემბერს ბავშვები საახალწლო განწყობის
შესაქმნელად წავიყვანეთ ნაძვის ხესთან რუსთაველზე, მოვინახულეთ საახალწლო ქალაქი. ეს
ყველაფერი მშობალთა ჩართულობით მოხდა... იყო ხალისიანი და მხიარული განწყობა... დადებითი
ენერგიით დამუხტულები დაბრუნდნენ შინ.
ლიკა ლაგვილავა
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
Iა კლასი
I სემესტრის
ანგარიში მათემატიკაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015 სასწავლო
წელი
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი
ნაწილია. იგი გამოიყენება ცხოვრებისა და ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.
დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლებამ უნდა
შექმნას საფუძველი მათემატიკის შემდგომი შესწავლისათვის შესაბამისი უნარების განვითარებისა.
მათემატიკის სწავლების
ძირითადი მიზნებია:
·
მოსწავლეებისთვის
აზროვნების უნარის განვითარება
·
მსჯელობის,
შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება
·
მათმატიკის
როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტირის ნაწილის გაცნობიერება
·
სწავლის
შემდგომი ეტაპისთვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება
·
ცხოვრებისეული
ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
პირველ კლასში მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ
საგანთა შედარება თვისობრივი მახასიათებლების მიხედვით; რიცხვების გამოყენება საგანთა
შესაბამისი რაოდენობის აღსანიშნავად; ამოიცნონ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, გამოუმუშავდეთ
ამოცანის ამოხსნის უნარ-ჩვევა, სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევა. ისწავლონ
20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლების შესრულება მარტივი ხერხით.
·
Iა კლასში სიით ირიცხება 19 მოსწავლე. მოსწავლეები შესანიშნავად
ითვისებენ ახალ მასალას, ყოველდღიურად ასრულებენ საკლასო და საშინაო დავალებებს. კვირაში
ერთხელ უწევთ ტესტების წერა. ეძლევათ დამატებით სამუშაოები შაბათ–კვირას, რომელსაც
ყველა მოსწავლე ასრულებს დიდი პასუხისმგებლობით. იციან რიცხვების ჩაწერა ერთიდან ათამდე. ადგენენ საგანთა რაოდენობას თვლის
მიხედვით, შეუძლიათ შეკრება–გამოკლების დემონსტრირება. ეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს,
იყენებენ მათმატიკურ ნიშნებს რიცხვების შესადარებლად. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, წყვილებში და ინდივიდუალურად.
პირველი სემესტრის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტი, სადაც კარგი შედეგები დაფიქსირდა.ზამთრის
არდადეგებზე მიეცათ მოსწავლეებს დამატებითი დავალებები.პირველ სემესტრში განსაზგვრული პროგრამა აითვისეს მაღალ დონეზე.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
Iა კლასი
I სემესტრის
ანგარიში ხელოვნებაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015 სასწავლო
წელი
ხელოვნების როლი ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებით
საფეხურზე, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს უნარი წერილობით გადმოსცეს თავისი განცდები
და ემოციები. ამ დროს მთელი დატვირთვა გადადის ხატვაზე, ძერწვაზე და სხვადასხვა ტიპის
ნამუშევრების შექმნაზე.
პირველ კლასში ირიცხება 19 მოსწავლე. ყველა მათგანი
სიხარულითა და მონდომებით არის ჩართული ხელოვნების გაკვეთილებში. პირველი გაკვეთილი
დავიწყეთ იმის ახსნით თუ რა მნიშვნელოვანია ეს საგანი მათთვის. მოსწავლეები გაეცვნენ
ხაზვის მარტივ ელემენტებს - ხაზებს (წვრილი, სწორი, სქელი, კლაკნილი). მათი გამოყენებით
შექმნეს მარტივი ფიგურები: სამკუთხედები, ოთკუთხედები და წრეები. მათ მეშვეობით სწავლობდნენ
შედარებით რთული ფიგურების აწყობას : ხეები, რობოტები, სახლები.
მოსწავლეები ეცნობოდნენ მარტივ ორნამენტებს და მათ
გამოყენებას ყოფაცხოვრებაში. შექმნეს შემოდგომისა და ზამთრის თემებზე ნამუშევრები.
დისკის დახმარებით გააკეთეს ორიგინალური მხიარული მზე. გააკეთეს ნაძვის ხის მოსართავები,
კლასისთვის მარტივი დეკორაციები, ნამუშევრები გამოვფინეთ კლასში.
მოსწავლეები ეცნობიან ფანქრებით, პასტელებით, ფლომასტერებით
მუშაობას. სამუშაოს შესასრულებლად დროის ლიმიტის დაცვას გარკვეულწილად ახერხებდნენ,
ნამუშევრების პრეზენტაციას აკეთემდნენ. ახალი წლის თემამ ხელი შეუწყო მათ ემუშავათ
წყვილებსა და ჯგუფებში.
სემესტრის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ:
ü მუშაობის
ელემენტარული წესების გამოვლენა.
ü წარმოდგენა
ფერებზე და ფორმებზე.
ü იციან
მასალები: ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები.
ü აკეთებენ
პრეზენტაციას.
ü პატივს
სცემენ სხვის ნამუშევრებს.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
Iა კლასი
I სემესტრის
ანგარიში სპორტში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015 სასწავლო
წელი
სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
ამ საგნობრივი ჯგუფის მიზნებია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ჯგუფური მუშაობის, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავება, შრომითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. ამ საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური აღზრდისა და მისი მნიშვნელობა ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისათვის.
მოსწავლეებს გავაცანი თუ რა მნიშვნელობა
ენიჭება სპორტის გაკვეთილებს მათ ცხოვრებაში.
სპორტის გაკვეთილები დიდი სიხარულით ტარდება
პირველ კლასში, თამაშით ისწვალეს
მარჯვენა-მარცხენა, მოწყობა, სხვადასხვა სახის თამაშები, სიარულით სვლა,
ბურთებით თამაშები, რბენის ტექნიკის შესწავლა, ადილიდან სიგრძეზე ხტომა,
ზურგისაკენ ბრუნვა, ბურთის ორი ხელით დაჭერა.
სპორტის გაკვეთილების განმავლობაში
სისტემატურად ვატარებდი შიდა შეჯიბრებებს კლასელებს შორის, ვეჩვეოდით მოგება -
წაგებით გამოწვეულ განცდებს. ვემზადებოდით ,,მხიარული სტარტებისთვის“.
დეკემბრის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ
,,მხიარულ სტარტებში“, შევეჯიბრეთ
პარალელურ კლასს და დამაჯერებელი სხვაობით გავიმარჯვეთ. ეს აქტივობა იყო
ჩვენი შემაჯამებელი აქტივობა, რამაც ერთი სემესტრის ნამუშევრის რეალური სახე
დაგვანახა.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
II სემესტრის ანგარიში
ქართულ ენაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015-2016 სასწავლო
წელი
დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების
ძირითადი მიზნებია: განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა,
მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს
დამოუკიდებელი შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად
მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი შემდეგ უნარ-ჩვევებს: ხმამაღალი კითხვა, ჩუმი კითხვა,
გამოწერა, გადაწერა, კარნახით წერა, წარმოსახვის უნარი, ეპიზოდების თხრობა, შინაარსის
გადმოცემა საკავანძო სიტყვებზე დაყრდნობით, გამომეტყველებითი კითხვა.
პირველ სემესტრში ვცდილობდი მოსწავლეთა დაინტერესებას
წიგნისადმი. დიდ ყურადღებას ვაქცევდი მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას. მოსწავლეებს 1 სემესტრის ბოლოს შეეძლოთ წაკითხული
ტექსტიდან პასუხის გაცემა და კითხვების დასვა. შეეძლოთ მარტივი წინადადების შედგენა და სურათის
აღწერა. ყოველ მეორე კვირას ვატარებდი შემაჯამებელ წერას, სადაც მოსწავლეები თავიანთ
ცოდნას ამჟღავნებდნენ.
მეორე სემესტრი დაიწყო 2016 წლის 20 იანვარს ახალი
შემართებითა და დიდი მონდომებით. საანბანო პერიოდის დამთავრების შემდგომ ძირითადად
ყურადღებას ვამახვილებდი კითხვაზე და კითხვის უკეთ დასაუფლებლად ხშირად ვუმზადებდი
მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავ მასალას. ვვარჯიშობდით დიალოგის წაკითხვაზე და ზეპირმეტყველებაზე,
ასევე როლებში კითხვაზე. დიდი სიხარულით აწყობდნენ ,,მკითხვეთა თეტრს“.
მოთხრობებში ეძებდნენ კითხვით, ბრძანებით და თხრობით წინადადებებს. გამოყოფდნენ
აბზაცებს. კითხულობდნენ აბზაც–აბზაც, როლებში, გამოყოფდნენ პერსონაჟებს და ახასიათებდნენ,
საუბრობდნენ მათ უარყოფით და დადებით თვისებებზე, მსჯელობდნენ რა მოეწონათ და რა არ
მოეწონათ. ხატავდნენ ნაწარმოების გმირებს. უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს გაკვეთილის
ირგვლივ. ვასწავლიდი პასუხის გაცემას სრულად. დიდ ყურადღებას ვუთმობდი გამართულ მეტყველებას,
ტექსტის თხრობას, აზრის გადმოცემას სრულად და თანმიმდევრულად. ვაწერინებდი კარნახს
და იწერდნენ წიგნიდან დამოუკიდებლად. სისტემატიურად ასრულებდნენ საშინაო დავალებას,
ვკითხულობდით დამატებით, მოთხრობებს ნ.მაღლაკელიძის დედა ენის წიგნიდან.
ჩავატარე
ღია გაკვეთილები: ასო-ბგერა
„ზ“ თევზი, ასო ბგერა ,,ც“, ,,უსუნო ყვავილი“ ,,ჭრიჭინა და ჭიანჭველა“,
რომელსაც
ესწრებოდა დაწყებითი
კლასების კათედრის წარმომადგენლები, კოლეგები. გაკვეთილებმა წარმატებით
ჩაიარა.
წლის ბოლოს მოსწავლეები დაუფებულნი არიან, გამართულად
და ინტონაციით კითხვას, პოულობენ სასვენ ნიშნებს (წერტილი,კითხვის ნიშანი, ძახილის
ნიშანი) ითვლიან აბზაცების რაოდენობას ტექსტში, აბზაცში– სტრიქონს, სტრიქონში–სიტყვებს
და სიტყვებში–ასოებს. წერენ დამოუკიდებლად და იცავენ მანძილს ასოებს, სიტყვებს და წინადადებებს
შორის. შეუძლია წაკითხული ტექსტიდან უპასუხოს კითხვებს და თავად დასვან კითხვები. შეუძლიათ
მარტივი წინადადების შედგენა და მოცემული სიტყვების გამოყენებით მცირე ზომის მოთხრობის
შედგენა. გამომუშავებული აქვთ ენის კომუნიკაციური ასპექტი.
თუმცა დროდადრო არაერთხელ წავაწყდი სხვადასხვა
პრობლემას სხვადასხვა მოსწავლეებთან მიმართებაში, რომელთანაც დამჭირდა დამატებითი მუშაობა,
მშობლებთან შეთანხმებით დამატებითი მეცადინეობები სახლში. მყავს მოსწავლე რუსულენოვანი
ოჯახიდან, მარიამ კელაპტრიშვილი, რომელიც დედ-მამას ეკონტაქტება რუსულად. მასთან მიმართებაში კითხვის პროცესი მიმდინარეობდა
შეფერხებებით და დროში გაწელილად. მჭირდებოდა დამატებითი საკითხავების მიცემა კლასშის
და სახლშიც. წლის ბოლომდე შედეგს მივაღწიე და დღეს მარიამი გამართულად კითხულობს უცხო
ტექსტს.
შედარებით რთულად იყო გურამ ცუცქირიძის საკითხი,
რომელსაც მეტყველების დარღვევა აღენიშნება. საწყის ეტაპზე უჭირდა ასოების ცნობა, შემდეგ
მარცვლების შეერთება. დიდი მცდელობის საფუძველზე მივაღწიე იმას, რომ დღეს გურამი დამაკმაყოფილებლად
კითხულობს. ფსიქოლოგთან თანამშრომლობითა და ერთობლივი მეცადინეობებით შევძელით მეტყველების
საგრძნობლად გამოსწორება.
მყავს მოსწავლე - ბექა ოქრაძე, რომელსაც უჭირს კითხვა,
თუმცა ცნობს ყველა ასო-ბგერას, წერს და მარცვლებით კითხულობს. აერთებს 2-3 მარცვლიან
სიტყვებს. მშობელთან შეთანხმებით მას მივეცი
დამატებითი სამეცადინო-საკითხავები.
წლის განმავლობაში ვატარებდი კითხვის კონკურსს,
რათა მოსწავლეებში ინტერესი და მონდომება გამომეწვია.
ცდილობდნენ გასულიყვნენ საპრიზო კატეგორიაზე. ყოველი ასეთი კონკურსი ზრდიდა მათ მოტივაციას
ესწავლათ უფრო მეტი და ხარისხიანად. ჩავატარე კალიგრაფიის კონკურსი, რომელმაც დიდი
წარმატებით ჩაიარა.
მაისის თვიდან კლასი გადავიყვანე მეორე კლასის რვეულში მუშაობაზე. გამოვწერეთ ასო-ბგერები,
მარცვლები, სიტყვები და წინადადებები. უნდა ავღნიშნო, რომ მათ უფრო მეტად მოეწონათ
მეორე კლასის რვეულში მუშაობა.
ჩავატარე არაერთი ღონისძიება: ,,5 დღე“, ,,მასწავლებელი
მოდის“, ,,შემოდგომის ქარი ჰქრის თუ?!“, ,,თოვლი გვესალმება ციდან“, ,,დედიკო გილოცავ“,
,,დედაენის დღე“... მოსწავლეებს მივეცი ლექსები, ფრაზები სასწავლად. მათ თითოეული ჩემი
გამოძახილი ზუსტად გაიგეს და წარმატებით წარადგინეს საკუთარი შესაძლებლობები.
წლის ბოლოს ვწერეთ შემაჯამებელი წერა, სადაც
მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო წელმა წარმატებით
ჩაიარა. კლასს მივეცი საზაფხულო დავალება.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
II სემესტრის ანგარიში
მათემატიკაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015-2016 სასწავლო
წელი
მათემატიკა
გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.
11
კლასში ირიცხება 19 მოსწავლე. 12 ბიჭი და 7 გოგონა. მათთვის მათემატიკა არის სახალისო
საგანი, რომელიც სახალისო ციფრებით თამაშთან ასოცირდება.
პირველი
სემესტრი ერთმანეთთან გაცნობა- შეგუების, სასკოლო საგნების გაცნობის სემესტრი იყო.
მეორე სემესტრი კი სასიამოვნოდ დატვირთული გამოდგა. მთელი სემესტრის განმავლობაში დიდი პასუხისმგებლობით ვზრუნავდი მოსწავლეებში
სხვადასხვა უნარების განვითარებაზე. ვცდილობდი აქტიურად და ყურადღებით ყოფილიყვნენ
ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
წლის ბოლოს
ყველა მოსწავლე ითვლის და ასახელებს ნატურალურ
რიცხვს 20-მდე. ითვლიან წინ და უკუთვლით. ასახელებენ ლუწ და კენტ რიცხვებს, ითვლიან
წყვილებად წინ და უკუთვლით, ითვლიან ხუთეულებს, ათეულებს 50-მდე. ასახელებენ წინა და
მომდევნო რიცხვებს, რამდენით მეტია წინა და მომდევნო რიცხვი წინა რიცხვზე. ანგარიშობენ ზეპირად 20-ის ფარგლებში, ადარებენ
რიცხვებს ერთმანეთს, განაგრძობენ და აღადგენენ მომდევნოებს, ასახელებენ გაიზარდა თუ
შემცირდა რიცხვი და რამდენით, ასახელებენ მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებს, შეუძლიათ
რიცხვების დაკავშირება თვლასთან, რაოდენობასთან. გამოყოფენ რიცხვში ათეულებს და ერთეულებს. ასახელებენ რამდენი
ერთეულია, ერთეულის თანრიგებს, ათეულის თანრიგებს. იყენებენ შეკრებისა და გამოკლების
თვისებებს. მაგ: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ასევე იყენებენ შეკრებისა
და გამოკლების დროს სხვადასხვა ხერხს. მაგ: ათეულის გავლით შეკრება და გამოკლება, ბიჯით
შეკრება და გამოკლება. ასახელებენ შეკრების და გამოკლების კომპონენტებს: პირველი შესაკრები,
მეორე შესაკრები, ჯამი, საკლები, მაკლები, სხვაობა. შეუძლიათ გამოსახულების ორმაგი
ტოლობით ჩაწერა, ცხრილების შევსება, ორი რიცხვის ჯამის სხვაობის შედარება. ასახელებენ
უდიდეს ერთნიშნა რიცხვს, უმცირეს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვს. მსჯელობენ ამოცანის ამოხსნის
დროს, იციან რამდენი ნაწილისაგან შესდგება ის: პირობა, კითხვა, ამოხსნა, პასუხი. გამოყოფენ
პირობას და კითხვას. შეუძლიათ მოცემულ პირობას დაუსვან კითხვა და ამოხსნან. ასევე თავად
შეადგინონ და ამოხსნან ამოცანა, წერენ მოკლე პირობას.ასახელებენ გეომეტრიულ ფიგურებს: სამკუთხედი, ოთკუთხედი, წრე, კვადრატი,
ხუთკუთხედი, ექვსკუთხედი, რომბი და ა.შ ასახელებენ
მონაკვეთს, წრფეს, ტეხილს, სხივს. ზომავენ მონაკვეთს და მოცემული ფიგურის გვერდებს,
ითვლიან კუთხეებს, გვერდებს და წვეროებს. განასხავებენ და ასახელებენ ეროვნული ფულის
ნიშნებს 20-ის ფარგლებში. ასრულებენ ამოცანებს ფულის გამოყენებით.
მეორე სემესტრი
არაერთი აქტივობით იყო დატვირთული. განსაკუთრებით ავღნიშნავ
,,ციფრების ქალაქის“ გაკვეთილს, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ, ასევე
ხელოვნებასთან ინტეგრირებული ,,წყალქვეშა სამყარო“, რომლის სისწორე
გამოკლება-მიმატების ზუსტ შესრულებასთან იყო დამოკიდებული. საუკეთესო ნამუშევრები
გამოვფინეთ კლასში.
მეორე
სემესტრის განმავლობაში წავაწყდი არაერთ პრობლემას სხვადასხვა მოსწავლესთან
მიმართებაში, მიწევდა მათთან ინდივიდუალური მუშაობა, დამატებითი გაკვეთილები,
სავარჯიშოები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
კლასში მყავს მოსწავლე : ბარბარე
უნდილაშვილი, ლუკა ნიაური, ლუკა ლომსაძე, საბა კაპანაძე, რომელთანაც ვიმუშავე
დამატებით და ამ მუშაობის შედეგად ხარვეზების აღმოფხვრა მოვახერხე. თუმცა გურამ
ცუცქირიძესთან, ლუკა ვაშაგაშვილთან და ბექა ოქრაძესთან მიმართებაში ხარვეზების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. მათ
დამატებით მივეცი მათი პრობლემებიდან გამომდინარე საზაფხულო დავალებები.
კლასში არიან სანიმუშო მოსწავლეები : გიორგი
კახობერაშვილი, გიორგი მოდებაძე, კესო პეტრიაშვილი, მეგი კაკულია, ნატალი ყოლბაია,
ლაშა ბასილაშვილი, ელისაბედ ამირანაშვილი, მარიამ კელაპტრიშვილი, დავით მახარაძე,
რომელთან მუშაობისას არცერთხელ არ მქონია შეფერხება.
დაწყებით
კლასებში მათემატიკის სწავლებამ უნდა შექმნას საფუძველი მათემატიკის შემდგომი შესწავლისათვის.
შესაბამისი უნარების განვითარებისათვის, დაწყებით
საფეხურზე უნდა მოხდეს არითმეტიკული მოქმედებებისა და მათი ადეკვატურად გამოყენების
უნარის ჩამოყალიბება, არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირის
გააზრება. არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და
მათი რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება. ამ
რთულმა სამუშაომ ბევრი დადებითი, სასიამოვნო
წუთები გვაჩუქა მე და ჩემს მოსწავლეებს,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. მუშაობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად. გამომუშავებული აქვთ
წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. დამატებით ვასრულებდით სავარჯიშოებს ი. რუხაძის
სახელმძღვანელოებიდან. ვწერეთ ტესტები ზოგადი უნარების გამოყენებით, საკლასო წერა,
სადაც მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს. მოსწავლეებს ზაფხულში შესასრულებელი სხვადასხვა
სახის სახალისო დავალებები მივეცი. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ წელმა ნაყოფიერად,
სიახლეებით დატვირთულად ჩაიარა.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
II სემესტრის
ანგარიში სპორტში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2016 სასწავლო
წელი
სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
ბავშვი ადრეულ ასაკში უნდა მივაჩვიოთ
ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ამ საგნობრივი ჯგუფის მიზნებია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ჯგუფური მუშაობის, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავება, შრომითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ამ საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური აღზრდისა და
მისი მნიშვნელობა
ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისათვის.
მოსწავლეებს გავაცანი თუ
რა მნიშვნელობა ენიჭება სპორტის გაკვეთილებს მათ ცხოვრებაში.
მეორე სემესტრში 11 კლასში ირიცხება 19 მოსწავლე. 12
ბიჭი და 7 გოგონა.
სპორტის გაკვეთილები დიდი სიხარულით
ტარდება პირველ კლასში, თამაშით ისწვალეს
მარჯვენა-მარცხენა, მოწყობა, სხვადასხვა სახის თამაშები, სიარულით სვლა,
ბურთებით თამაშები, რბენის ტექნიკის შესწავლა, ადილიდან სიგრძეზე ხტომა,
ზურგისაკენ ბრუნვა, ბურთის ორი ხელით დაჭერა.
გაკვეთილს მოთელვითი ვარჯიშებით
ვიწყებდით. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ თუ
რატომ არის მოთელვითი ვარჯიში პირველ რიგში, ხოლო ძირითადი ბოლოს. მოსწავლეები უნდა ხვდებოდნენ, რომ
სივრცეში ორიენტაციის განსავითარებელი ვარჯიში წინ უნდა უსწრებდეს სხვადასხვა
სახის თამაშებსა და აქტივობებს.
თბილ ამინდში ხშირად გამყავდა მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაძე,
ეზოში, სადაც თამაშობდნენ წრეში ბურთს, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სირბილში.
კლასში არ მყავს მოსწავლე, რომელმაც ვერ
შეძლო თავი გაერთვა მეორე სემესტრის საპროგრამო მასალისათვის.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
წლიური ანგარიში
მათემატიკაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015-2016 სასწავლო
წელი
თანამედროვე
ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის
ყველა სფეროში.
დაწყებით
კლასებში მათემატიკის სწავლებამ უნდა შექმნას საფუძველი მათემატიკის შემდგომი შესწავლისათვის.
შესაბამისი უნარების განვითარებისათვის, დაწყებით
საფეხურზე უნდა მოხდეს არითმეტიკული მოქმედებებისა და მათი ადეკვატურად გამოყენების
უნარის ჩამოყალიბება, არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირის
გააზრება. არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და
მათი რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.
11 კლასში ირიცხება 19 მოსწავლე.
12 ბიჭი და 7 გოგონა. მათთვის მათემატიკა არის სახალისო საგანი, რომელიც სახალისო ციფრებით
თამაშთან ასოცირდება.
მთელი
წლის განმავლობაში მთელი პასუხისმგებლობით ვზრუნავდი მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების
განვითარებაზე. ვცდილობდი აქტიურად და ყურადღებით ყოფილიყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო
პროცესში.
წლის ბოლოს ყველა მოსწავლე ითვლის და ასახელებს ნატურალურ რიცხვს 20-მდე. ითვლიან წინ
და უკუთვლით. ასახელებენ ლუწ და კენტ რიცხვებს, ითვლიან წყვილებად წინ და უკუთვლით,
ითვლიან ხუთეულებს, ათეულებს 50-მდე. ასახელებენ წინა და მომდევნო რიცხვებს, რამდენით
მეტია წინა და მომდევნო რიცხვი წინა რიცხვზე.
ანგარიშობენ ზეპირად 20-ის ფარგლებში, ადარებენ რიცხვებს ერთმანეთს, განაგრძობენ
და აღადგენენ მომდევნოებს, ასახელებენ გაიზარდა თუ შემცირდა რიცხვი და რამდენით, ასახელებენ
მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებს, შეუძლიათ რიცხვების დაკავშირება თვლასთან, რაოდენობასთან.
გამოყოფენ რიცხვში ათეულებს და ერთეულებს.
ასახელებენ რამდენი ერთეულია, ერთეულის თანრიგებს, ათეულის თანრიგებს. იყენებენ შეკრებისა
და გამოკლების თვისებებს. მაგ: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ასევე იყენებენ
შეკრებისა და გამოკლების დროს სხვადასხვა ხერხს. მაგ: ათეულის გავლით შეკრება და გამოკლება,
ბიჯით შეკრება და გამოკლება. ასახელებენ შეკრების და გამოკლების კომპონენტებს: პირველი
შესაკრები, მეორე შესაკრები, ჯამი, საკლები, მაკლები, სხვაობა. შეუძლიათ გამოსახულების
ორმაგი ტოლობით ჩაწერა, ცხრილების შევსება, ორი რიცხვის ჯამის სხვაობის შედარება. ასახელებენ
უდიდეს ერთნიშნა რიცხვს, უმცირეს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვს. მსჯელობენ ამოცანის ამოხსნის
დროს, იციან რამდენი ნაწილისაგან შესდგება ის: პირობა, კითხვა, ამოხსნა, პასუხი. გამოყოფენ
პირობას და კითხვას. შეუძლიათ მოცემულ პირობას დაუსვან კითხვა და ამოხსნან. ასევე თავად
შეადგინონ და ამოხსნან ამოცანა, წერენ მოკლე პირობას.ასახელებენ გეომეტრიულ ფიგურებს: სამკუთხედი, ოთკუთხედი, წრე, კვადრატი,
ხუთკუთხედი, ექვსკუთხედი, რომბი და ა.შ ასახელებენ
მონაკვეთს, წრფეს, ტეხილს, სხივს. ზომავენ მონაკვეთს და მოცემული ფიგურის გვერდებს,
ითვლიან კუთხეებს, გვერდებს და წვეროებს. განასხავებენ და ასახელებენ ეროვნული ფულის
ნიშნებს 20-ის ფარგლებში. ასრულებენ ამოცანებს ფულის გამოყენებით.
ჩავატარე
ღია გაკვეთილები, რომლებიც იყო სხვა საგნებთან ინტეგრირებული : ,,რიცხვი 10, ციფრი 10“ , ,,ერთნიშნა რიცხვების შეკრება და გამოკლება 10–ის ფარგლებში“ , რომელსაც დირექციისა და კათედრის წარმომადგენლები
დაესწრნენ. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.
მოვაწყვეთ ,,ციფრების ქალაქის“ გაკვეთილი,
რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ, ასევე ხელოვნებასთან ინტეგრირებული ,,წყალქვეშა
სამყარო“, რომლის სისწორე გამოკლება-მიმატების ზუსტ შესრულებასთან იყო
დამოკიდებული. საუკეთესო ნამუშევრები გამოვფინეთ კლასში.
წლის განმავლობაში წავაწყდი არაერთ
პრობლემას სხვადასხვა მოსწავლესთან მიმართებაში, მიწევდა მათთან ინდივიდუალური
მუშაობა, დამატებითი გაკვეთილები, სავარჯიშოები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
კლასში მყავს მოსწავლე : ბარბარე
უნდილაშვილი, ლუკა ნიაური, ლუკა ლომსაძე, საბა კაპანაძე, რომელთანაც ვიმუშავე
დამატებით და ამ მუშაობის შედეგად ხარვეზების აღმოფხვრა მოვახერხე. თუმცა გურამ
ცუცქირიძესთან, ლუკა ვაშაგაშვილთან და ბექა ოქრაძესთან მიმართებაში ხარვეზების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. მათ
დამატებით მივეცი მათი პრობლემებიდან გამომდინარე საზაფხულო დავალებები.
კლასში არიან სანიმუშო მოსწავლეები : გიორგი
კახობერაშვილი, გიორგი მოდებაძე, კესო პეტრიაშვილი, მეგი კაკულია, ნატალი ყოლბაია,
ლაშა ბასილაშვილი, ელისაბედ ამირანაშვილი, მარიამ კელაპტრიშვილი, დავით მახარაძე,
რომელთან მუშაობისას არცერთხელ არ მქონია შეფერხება.
მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მუშაობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებში
და ჯგუფურად. გამომუშავებული აქვთ წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. დამატებით
ვასრულებდით სავარჯიშოებს ი. რუხაძის სახელმძღვანელოებიდან. ვწერეთ ტესტები ზოგადი
უნარების გამოყენებით, საკლასო წერა, სადაც მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს. მოსწავლეებს
ზაფხულში შესასრულებელი სხვადასხვა სახის სახალისო დავალებები მივეცი. საბოლოოდ შემიძლია
ვთქვა, რომ წელმა ნაყოფიერად, სიახლეებით დატვირთულად ჩაიარა.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
წლიური ანგარიში
ქართულ ენაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015-2016 სასწავლო
წელი
დაწყებით კლასებში
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნებია: განუვითაროს მოზარდს ძირითადი
სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების
კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
შეაყვაროს კითხვა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად
მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი შემდეგ უნარ-ჩვევებს: ხმამაღალი კითხვა, ჩუმი კითხვა,
გამოწერა, გადაწერა, კარნახით წერა, წარმოსახვის უნარი, ეპიზოდების თხრობა, შინაარსის
გადმოცემა საკავანძო სიტყვებზე დაყრდნობით, გამომეტყველებითი კითხვა.
ქართული ენის გაკვეთილზე ვცდილობდი მოსწავლეთა
დაინტერესებას წიგნისადმი. დიდ ყურადღებას ვაქცევდი მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას,
რაშიც გვეხმარება წინა
საანბანო პერიოდის სურათების აღწერაზე მუშაობა. კვირაში ვხსნიდი ორ ასო–ბგრას, წინასაამბანო პერიოდში
ხატავდნენ და აფერადებდნენ ასო–ბგერებს. შევისწავლეთ ანბანიდან
ასო-ბგერები თანმიმდევრულად. ყოველ პარასკევს ვატარებდი შემაჯამებელ
გაკვეთილს, ვვარჯიშობდით კითხვაში, ვკითხულობდით დამატებით უცხო ტექსტებს ნასწავლი
ასო-ბგერებით. ვსწავლობდით ლექსებს , ანდაზებს, ენის გასატეხებს. მოსწავლის წიგნს თან ახლავს სამუშაო
რვეული, რომელსაც ვავსებდით გაკვეთილის ბოლოს. გვქონდა დამატებით კალიგრაფიული და უბრალო
რვეული, სადაც ვწერდით ასო–ბგერებს, სიტყვებს, წინადადებებს, კარნახს და ვასრულებდით სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს.
ტექსტის წაკითხვისას ხდებოდა სიტყვების ასო–ბგერებად
და მარცვლებად დაშლა. ვადგენდით სიტყვებისაგან წინადადებებს, ვასახელებდით რამდენ სიტყვიანია მოცემული წინადადება და რამდენ სიტყვიანი შეიძლება
იყოს წინადადება... ვასწავლიდი პასუხის გაცემას ჯერ მოკლედ, შემდეგ სრულად. დიდ ყურადღებას
ვუთმობდი გამართულ მეტყველებას, ტექსტის თხრობას, აზრის გადმოცემას სრულად და თანმიმდევრულად.
ვაჩვევდი სათანადი ინტონაციით კითხვას. ვაწერინებდი კარნახს, იწერდნენ დაფიდან დამოუკიდებლად. ყველა მოსწავლესთან ვმუშაობდი ინდივიდუალურად. მოსწავლეები
ხალისით იყვნენ ჩართული წყვილებში და ჯგუფურ სამუშაოებში. ვწერდით ტესტებს,ზოგადი უნარების
გამოყენებით (ავტ.ი.ხულელიზე, ნ. მერაბიშვილი) პირველი კვირის ბოლოს შევაჯამეთ ერთი
კვირის ნასწავლი ლექსები და გავაკეთე ვიდეო
ჩანაწერი, ჩავატარეთ საჩვენებელი გაკვეთილი
„ აი ია“, სადაც ესწრებოდნენ დირექციის წევრები
და მასწავლებლები. ოქტომბრის თვეში მოვაწყვეთ ექსკურსია, რომელსაც მივეცით პოეზიის
საღამოს სახე და მშობლები ვასიამოვნეთ ჩვენი მიღწევებით.
მოსწავლეებს 1 სემესტრის ბოლოს შეეძლოთ წაკითხული
ტექსტიდან პასუხის გაცემა და კითხვების დასვა. შეეძლოთ მარტივი წინადადების შედგენა და სურათის
აღწერა. ყოველ მეორე კვირას ვატარებდი შემაჯამებელ წერას, სადაც მოსწავლეები თავიანთ
ცოდნას ამჟღავნებდნენ.
მეორე სემესტრი დაიწყო 2016 წლის 20 იანვარს ახალი
შემართებითა და დიდი მონდომებით. საანბანო პერიოდის დამთავრების შემდგომ ძირითადად
ყურადღბას ვამახვილებდი კითხვაზე და კითხვის უკეთ დასაუფლებლად ხშირად ვუმზადებდი მოსწავლეებს
კლასგარეშე საკითხავ მასალას. ვვარჯიშობდით დიალოგის წაკითხვაზე და ზეპირმეტყველებაზე,
ასევე როლებში კითხვაზე. დიდი სიხარულით აწყობდნენ ,,მკითხვეთა თეტრს“.
მოთხრობებში ეძებდნენ კითხვით, ბრძანებით და თხრობით წინადადებებს. გამოყოფდნენ
აბზაცებს. კითხულობდნენ აბზაც–აბზაც, როლებში, გამოყოფდნენ პერსონაჟებს და ახასიათებდნენ,
საუბრობდნენ მათ უარყოფით და დადებით თვისებებზე, მსჯელობდნენ რა მოეწონათ და რა არ
მოეწონათ. ხატავდნენ ნაწარმოების გმირებს. უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს გაკვეთილის
ირგვლივ. ვასწავლიდი პასუხის გაცემას სრულად. დიდ ყურადღებას ვუთმობდი გამართულ მეტყველებას,
ტექსტის თხრობას, აზრის გადმოცემას სრულად და თანმიმდევრულად. ვაწერინებდი კარნახს
და იწერდნენ წიგნიდან დამოუკიდებლად. სისტემატიურად ასრულებდნენ საშინაო დავალებას,
ვკითხულობდით დამატებით, მოთხრობებს ნ.მაღლაკელიძის დედა ენის წიგნიდან.
ჩავატარე
ღია გაკვეთილები: ,,აი იას შემობრძანება“, ასო-ბგერა
„ზ“ თევზი, ასო ბგერა ,,ც“, ,,უსუნო ყვავილი“
რომელსაც ესწრებოდა დაწყებითი კლასების
კათედრის წარმომადგენლები, კოლეგები. გაკვეთილებმა წარმატებით ჩაიარა.
წლის ბოლოს მოსწავლეები დაუფებულნი არიან, გამართულად
და ინტონაციით კითხვას, პოულობენ სასვენ ნიშნებს (წერტილი,კითხვის ნიშანი, ძახილის
ნიშანი) ითვლიან აბზაცების რაოდენობას ტექსტში, აბზაცში– სტრიქონს, სტრიქონში–სიტყვებს
და სიტყვებში–ასოებს. წერენ დამოუკიდებლად და იცავენ მანძილს ასოებს, სიტყვებს და წინადადებებს
შორის. შეუძლია წაკითხული ტექსტიდან უპასუხოს კითხვებს და თავად დასვან კითხვები. შეუძლიათ
მარტივი წინადადების შედგენა და მოცემული სიტყვების გამოყენებით მცირე ზომის მოთხრობის
შედგენა. გამომუშავებული აქვთ ენის კომუნიკაციური ასპექტი.
თუმცა დროდადრო არაერთხელ წავაწყდი სხვადასხვა
პრობლემას სხვადასხვა მოსწავლეებთან მიმართებაში, რომელთანაც დამჭირდა დამატებითი მუშაობა,
მშობლებთან შეთანხმებით დამატებითი მეცადინეობები სახლში. მყავს მოსწავლე რუსულენოვანი
ოჯახიდან, მარიამ კელაპტრიშვილი, რომელიც დედ-მამას ეკონტაქტება რუსულად. მასთან მიმართებაში კითხვის პროცესი მიმდინარეობდა
შეფერხებებით და დროში გაწელილად. მჭირდებოდა დამატებითი საკითხავების მიცემა კლასშის
და სახლშიც. წლის ბოლომდე შედეგს მივაღწიე და დღეს მარიამი გამართულად კითხულობს უცხო
ტექსტს.
შედარებით რთულად იყო გურამ ცუცქირიძის საკითხი,
რომელსაც მეტყველების დარღვევა აღენიშნება. საწყის ეტაპზე უჭირდა ასოების ცნობა, შემდეგ
მარცვლების შეერთება. დიდი მცდელობის საფუძველზე მივაღწიე იმას, რომ დღეს გურამი დამაკმაყოფილებლად
კითხულობს. ფსიქოლოგთან თანამშრომლობითა და ერთობლივი მეცადინეობებით შევძელით მეტყველების
საგრძნობლად გამოსწორება.
მყავს მოსწავლე - ბექა ოქრაძე, რომელსაც უჭირს კითხვა,
თუმცა ცნობს ყველა ასო-ბგერას, წერს და მარცვლებით კითხულობს. აერთებს 2-3 მარცვლიან
სიტყვებს. მშობელთან შეთანხმებით მას მივეცი
დამატებითი სამეცადინო-საკითხავები.
წლის განმავლობაში ვატარებდი კითხვის კონკურსს,
რათა მოსწავლეებში ინტერესი და მონდომება გამომეწვია.
ცდილობდნენ გასულიყვნენ საპრიზო კატეგორიაზე. ყოველი ასეთი კონკურსი ზრდიდა მათ მოტივაციას
ესწავლათ უფრო მეტი და ხარისხიანად. ჩავატარე კალიგრაფიის კონკურსი, რომელმაც დიდი
წარმატებით ჩაიარა.
მაისის თვიდან კლასი გადავიყვანე მეორე კლასის რვეულში მუშაობაზე. გამოვწერეთ ასო-ბგერები,
მარცვლები, სიტყვები და წინადადებები. უნდა ავღნიშნო, რომ მათ უფრო მეტად მოეწონათ
მეორე კლასის რვეულში მუშაობა.
ჩავატარე არაერთი ღონისძიება: ,,5 დღე“, ,,მასწავლებელი
მოდის“, ,,შემოდგომის ქარი ჰქრის თუ?!“, ,,თოვლი გვესალმება ციდან“, ,,დედიკო გილოცავ“,
,,დედაენის დღე“... მოსწავლეებს მივეცი ლექსები, ფრაზები სასწავლად. მათ თითოეული ჩემი
გამოძახილი ზუსტად გაიგეს და წარმატებით წარადგინეს საკუთარი შესაძლებლობები.
წლის ბოლოს ვწერეთ შემაჯამებელი წერა, სადაც
მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო წელმა წარმატებით
ჩაიარა. კლასს მივეცი საზაფხულო დავალება.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
Iა კლასის დამრიგებლის
ლიკა ლაგვილავას
წლიური ანგარიში
2015 -1016 სასწავლო
წელი
უკვე ერთი წელია მე და ჩემი კლასი
ერთად ვართ. კარგად გავუგეთ და გავიცანით ერთმანეთი. კლასში 19 მოსწავლეა, 7
- გოგონა და 12 - ვაჟი. ისინი ახლა იმ ასაკში არიან, როცა ადამიანები
თვითდამკვიდრებასა და საკუთარი პიროვნული ღირსებების გამოვლინებას
ცდილობენ, მწვავედ განიცდიან შენიშვნებს და უხარიათ შექება - წახალისება. ვცდილობდი
მაქსიმალურად ლოიალური ვყოფილიყავი და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად
გამომენახა გამოსავალი.
ძალიან უყვართ ექსკურსიები, გასვლითი გაკვეთილები, ერთად შეკრება და
გართობა. ვცდილობდი ყველანაირ სიტუაციაში მათთან ერთად ვყოფილიყავი,
დავხმარებოდი ,რჩევა მიმეცა და მხარში ამოვდგომოდი...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო 14 სექტემბერს
მშობლებთან შეხვედრით, დღის რეჟიმის გაცნობა
(საუზმე,სადილი) , ტრანსპორტის საჭიროება, პრობლემების მოგვარებით, სახელმძღვანელოების გაცნობით, ცხრილის გაცნობით,სამეურვეო საბჭოს არჩევით
და კლასის საორგანიზაციო საკითხების გაცნობა –მოგვარებით.
პირველკასელი
არ არის შეგუებული მოსწავლის სტატუსს და ვალდებულებებს.
მათ პირველ შეხვედრაზე ვესაუბრე თუ რას ნიშნავს იყო პირველ კლასელი.ძირითადი მონახაზი
იყო სასწავლო წლის მილოცვა, გაცნობა, სკოლასთან
შეგუება – რატომ დავდივართ სკოლაში? მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ წესები, რომლის
დაცვაც მათ ეხმარებათ სწავლისა და საგაკვეთლო პროცესის სწორად აღქმაში. დავდეთ ფიცი,
რომ ვიქნებოდით სწავლის მოყვარულები, საამაყოები და სანიმუშოები. ჩვენი კლასის ლოზუნგად
ავირჩიეთ ,,ცოდნისაკენ ჰერი, ჰერი!!!“
პირველი კვირის მიწურულს შევაჯამეთ სკოლაში
უკვე ნასწავლი ლექსები და ვიდეო რგოლიც გადავიღე. 15 ოქტომბერს მასწავლებლებს ვიდეორგოლის
საშუალებით, ,,მასწავლებელი მოდის“ ლექსებით
მივულოცეთ მასწავლებლის დღე.
ოქტომბრის თვის შეხვედრაზე ქცევის წესები შევიმუშავეთ.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ქცევის წესებს! უფროსებთან მიმართვისა და მისალმების ფორმების ცოდნა.
ხელის აწევის კულტურა. გავუფრთხილდეთ სასკოლო ინვენტარს დ ნივთებს. კლასში მორიგეობის
შემოღება. საკლასო ოთახისა და ნივთების მოვლა.
ოქტომბრის
მიწურულს წავედით ექსკურსიაზე მცხეთაში, დავითგარეჯში, სადაც მშობლებისთვის
ბუნებაში მოვაწყვეთ პოეზიის წუთები. ეს გასვლითი გაკვეთილი ემსახურებოდა მშობლებისა
და მოსწავლეების გაცნობა - დაახლოებას ერთმანეთთან. ამ დღემ სასიამოვნო შთაბეჭდილებებით
ჩაიარა. მშობლებს ძალიან მოეწონათ პოეზიის წუთები, ბავშვებს კი - ერთმანეთთან თამაში-გართობა.
ჩავატარეთ ღია გაკვეთილი ,,აი ია“, სადაც გვესწრებოდნენ
დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები. ამავე თვის მიწურულს საუბარი გვქონდა
სოციალურად ღირებულ ქცევებზე. ზრდილობიან ფორმებზე ( გმადლობთ, ბოდიში,
თუ შეიძლება... ) სხვადასხვა
სიტუაციებში ( ტრანსპორტსი, უფროსებთან, დაბადების დღეზე...) .
სულიერი აღზრდისათვის ბავშვები კოლექტიურად დაგვყავს
თეატრში, სპექტაკლებზე. კლასში დაბრუნებულები ვააზნალიზებთ ნანახს, გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს, ცდილობენ შთამბეჭდავი მომენტები ნახატებით გადმოსცენ.
სკოლაში მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც უკლებლივ ყველა ესწრებოდა. რის შემდეგაც
კლასში გაიმართა დისკუსია, ვინ რა გაიგო, დაიმახსოვრა, რა ისწავლა და რა მიზანს ემსახურებოდა
ნანახი.
ნოემბრის თვეში საუბარი გქონდა შემდეგ საკითხებზე: ქუჩაში მოძრაობის წესებზე: საგზაო ნიშნების მნიშვნელობა,
შუქნიშნის ფერები. პირად ჰიგიენაზე: თავის მოვლის ჩვევები. ჯანსაღი კვება და სასრებლო
პროდუქტები. სპორტული აქტივობის მნიშვნელობა.
ნოემბრის თვეში მოვაწყვეთ ,,შემოდგომის კუთხე“,
სადაც პირველად შესანიშნავად დავძლიეთ აუდიტორიის წინაშე წარდგომის შიში.
დეკემბრის თვის შეხვედრებზე საუბარი გვქონდა ავადმყოფობის
გავრცელების წაროებზე. თავის დაცვაზე და ისევ
პირად ჰიგიენაზე. თვის მიწურულიდან დავიწყეთ ახალი წლისთვის მზადება, ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა, დეკორაციები.. მონაწილეობა მივიღეთ ,, მხიარულ სტარტებში“ სადაც გავიმარჯვეთ. მოვაწყვეთ საახალწლო კარნავალი, რომელიც ემსახურებოდა
ზეპირმეტყველების განვითარებას. 28 დეკემბერს ჩატარდა მშობელთა კრება: სემესტრის შედეგებსა და ამოცანებზე საუბრით...
სემესტრის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტები: ქართლსა და მათმატიკაში შედეგები იყო საშუალო და
კარგი. 29დეკემბერს ბავშვები საახალწლო განწყობის
შესაქმნელად წავიყვანეთ ნაძვის ხესთან რუსთაველზე, მოვინახულეთ საახალწლო ქალაქი. ეს
ყველაფერი მშობალთა ჩართულობით მოხდა... იყო ხალისიანი და მხიარული განწყობა... დადებითი
ენერგიით დამუხტულები დაბრუნდნენ შინ.
მეორე სემესტრი დავიწყეთ
2016 წლის 20 იანვარს .ვისაუბრეთ ,თუ როგორ გავატარეთ ზამთრის არდადეგები, ვინ როგორ შეხვდა შობა–ახალ წელს, ვისაუბრეთ არდადეგებზე
შეძენილ ცოდნაზე ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით თისებებზე. რა მოსწონთ და არ მოსწონთ
საკუთარ თავთან მიმართბაში, როგორ შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი თავი. ვისაუბრეთ - სიკეთეზე,
ბოროტებასა და სიმამაცეზე. მისაბაძ ადამიანებზე...
თებერვლის ბოლოს სკოლაში მოეწყო პლანატერიუმის ვიზიტი,
რაც მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე იმის მოთხრობას, თუ რომელია ჩვენი
პლანეტა, როგორ წარმოიშვა და განვითარდა. ბავშვებს ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.
26 თებერვალს კლასში ჩავატარე კალიგრაფიის კონკურსი.
პირადად მეც გაოცებული დავრჩი მოსწავლეების მონდომებითა და მიღებული შედეგით. ეს კონკურსი
მიზნად ისახავდა ლამაზად წერის კულტურის განვითარებასა და მოსწავლეების დაინტერესებას
შემოქმედებითი უნარის წარმოჩენაში. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები 3
კატეგორიაში. თითოეულ კატეგორიას კათედრამ სამი გამარჯვებული მიაკუთვნა. მარტის დასაწყისში
ვისაუბრეთ დედაზე, ვისწავლეთ ლექსები, დავამზადეთ კედლის გაზეთი ,,დედიკო გილოცავ“,
ორიგინალური მისალოცები, მოვიწვიეთ დედიკოები და პატარა ღონისძიებით მივულოცეთ 3 მარტი.
8 მარტისთვის ბავშვებმა აპლიკაციები დაამზადეს და მიართვეს დედებს.
დავესწარით
საცირკო წარმოდგენას. შთაბეჭდილებები ხელოვნების გაკვეთილზე გავუზიარეთ ერთმანეთს ნახატებით
და ამ ნახატების პრეზენტაციით. მოვაწყვეთ ნამუშევრების გამოფენა : ნახატები, აპლიკაციები, პლასტელინით შქმნილი სხვადასხვა
ხილი, ცხოველები, ყვავილები.
25 მარტს მოვაწყვე ,,სწრაფი კითხვის“ კონკურსი, მათ
უნდა წაეკითხათ სწრაფად, გამომეტყველებით და უშეცდომოდ. გამარკვებულები დავაჯილდოვე
სიგელებით. ამ კონკურსის მიზანი იყო ბავშვებში მოტივაციის აღძვრა და უფრო მეტი მონდომებით
ვარჯიში მომავალ კონკურსამდე.
14 აპრილს კლასი წავიყვანე დედაენის ძეგლთან, მოვაწყვე
გასვლითი გაკვეთილი. ჩავწერე ვიდეო გაკვეთილი,სადაც მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები
და სიტყვები დედაენაზე. დავამზადეთ კედლის გაზეთი. ეს გაკვეთილი მიზნად ისახავდა იმის
გააზრებას, თუ რას ნიშნავს ქართველისთვის ქრთული ენა. რომ ჩვენი ენა არის ერთადერთი
ენა, რომელსაც ძეგლი დაედგა...
დავიწყეთ სააღდგომო სამზადისი. წავიკითეთ მაცხოვრის
დაბადება, მისი ჯვარცმა და აღდგომა. მოხატეს კვერცხები და მათ მიერ დათესილ ჯეჯილს
შემოუწყეს გარშმო....
სააღდგომო არდადეგებამდე
გავწევრიანდით სკოლის ბიბლიოთეკაში და ავირჩიეთ წიგნები, რომლებიც უნდა წაეკითხათ არდადეგებზე.
28 მაისს ვიყავით
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. რაც მიზნად ისახავდა იმ გარემოს ნახვას, სადაც ცხოვრობდა
,,ყველა ქართველის მასწავლებელი“ და ,,ხალხის დიდი შვილი“.
1ივნისს ბავშვებს მოვუწყვე საჩუქარი - ექსკურსია სამების საკათედრო ტაძარში. მინდოდა ბავშვებს
დაეთვალიერებინათ ხუროთმოძღვრების ეს დიადი ძეგლი და ყოფილიყვნენ ღვთით დალცვილ ადგილზე...
კლასში დაბრუნებულებმა კი ეს ლამაზი დღე ნახატებით გადმოსცეს.
10 ივნისს ,,მოხეტიალე წიგნებით“ საჯარო სკოლის ბავშვებს მივულოცეთ ზაფხულის არდადეგების
დადგომა.
წლის ბოლოს
ჩატარდა შიდა სასკოლო წერები ქართულ ენასა და მათმატიკაში..იყო საშუალო და კარგი .ბავშვებმა
წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი. სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
წლის ბოლოს
მოვიწვიე მშობელთა კრება, გავაცანით ბავშვების
წარმატებები, საზაფხულო დავალებები და დავსახეთ
მომავალი გეგმები.
პირველმა სასწავლო წელმა გადაინაცვლა წარსულში... ეს წელი გამორჩეულად ლამაზი, ემოციებით დატვირთული, ძალიან ნაყოფიერი, უდაოდ შინაარსიანი, სასიამოვნოდ დამღლელი წელი იყო... და ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა გადავდგით პირველი სერიოზული ნაბიჯები ცოდნოს მწვერველებისკენ . დასრულდა ერთობლივი ფიქრისა და ძალისხმევის, საერთო სიძნელეების გადალახვისა და პრობლემების გადაჭრის, პირველი სერიოზული შედეგების , კვლევის, ძიებებისა და მიგნებების პირველი სასწავლო წელი. ვფიქრობ ჩემი მცირე წვლილი შევიტანე ჩემს სადამრიგებლო კლასში მუშაობით, როგორც
დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო ცნობიერებისა და საზოგადოებისა და
სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში...
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
წლიური ანგარიში
სპორტში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015-2016 სასწავლო
წელი
სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
სპორტი ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი
ნაწილია. ამ საგნობრივი ჯგუფის მიზნებია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ჯგუფური მუშაობის, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავება, შრომითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. ამ საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური აღზრდისა და მისი მნიშვნელობა ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისათვის.
მოსწავლეებს გავაცანი თუ რა მნიშვნელობა
ენიჭება სპორტის გაკვეთილებს მათ ცხოვრებაში.
სპორტის გაკვეთილების განმავლობაში სისტემატურად
ვატარებდი შიდა შეჯიბრებებს კლასელებს შორის, ვეჩვეოდით მოგება - წაგებით
გამოწვეულ განცდებს. ვემზადებოდით ,,მხიარული სტარტებისთვის“.
დეკემბრის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ
,,მხიარულ სტარტებში“, იყო სხვადასხვა სირთულის ფიზიკური აქტივობები: სწრაფი
სირბილი, ტომრით ხტუნვა, ბურთის ჩაგდება კალათში, თოკის გაქაჩვა და სხვა. შევეჯიბრეთ
პარალელურ კლასს და დამაჯერებელი სხვაობით გავიმარჯვეთ. ჩვენი ჯგუფი
დაჯილდოვდა სიგელით. ეს აქტივობა იყო ჩვენი შემაჯამებელი აქტივობა, რამაც ერთი
სემესტრის ნამუშევრის რეალური სახე დაგვანახა.
მეორე სემესტრიდან უფრო დიდი შემართებით
ვასრულებით სპორტულ აქტივობებს. კლასელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თამაშობდნენ
,,წრეში ბურთს“, ,,ბალიბულს“, ,,დაჭერობანას“....
მეორე კლასის საპროგრამო მასალა ჩემმა
მოსწავლეებმა ხალისთა და წარმატებით აითვისეს.
თბილისის სკოლა–ლიცეუმი ,,ცოდნა“
I1 კლასი
წლიური ანგარიში
ხელოვნებაში
კლასის დამრიგებელი
ლიკა ლაგვილავა
2015-2016 სასწავლო
წელი
დაწყებით
საფეხურზე, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს უნარი წერილობით გადმოსცეს თავისი განცდები
და ემოციები, მთელი დატვირთვა გადადის ხატვაზე, ძერწვაზე და სხვადასხვა ტიპის ნამუშევრების
შექმნაზე.
პირველ კლასში ირიცხება 19 მოსწავლე. ყველა მათგანი
სიხარულითა და მონდომებით არის ჩართული ხელოვნების გაკვეთილებში. წლის განმავლობაში
მოსწავლეები ეცნობოდნენ ხაზვის მარტივ ელემენტებს - ხაზებს (წვრილი, სწორი, სქელი,
კლაკნილი). მათი გამოყენებით შექმნეს მარტივი ფიგურები: სამკუთხედები, ოთკუთხედები
და წრეები. მათ მეშვეობით სწავლობდნენ შედარებით რთული ფიგურების აწყობას.
მოსწავლეები
ეცნობოდნენ მარტივ ორნამენტებს და მათ გამოყენებას ყოფაცხოვრებაში. შექმნეს შემოდგომისა
და ზამთრის თემებზე ნამუშევრები. დისკის დახმარებით გააკეთეს ორიგინალური მხიარული
მზე. გააკეთეს ნაძვის ხის მოსართავები, კედელზე ჩამოვკიდეთ ორიგინალური ,,ცოდნის ხე“,
ვქმნიდით კედლის გაზეთებს დედის დღესთან, გაზაფხულთან, აღდგომასთან, ბავშვთა დაცვის
დღესთან დაკავშირებით. რაც დერეფანში გამოვფინეთ. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,
როცა სხვები აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ პატარების შემოქმედებას. კლასისთვის მარტივი
დეკორაციები, ნამუშევრები გამოვფინეთ კლასში. ყოველივე ეს ბავშვებს უვითარებს აზროვნებასა
და ფანტაზიას, წარმოსახვის უნარ-ჩვევებს.
სიხარულით ეგებებოდნენ ხელოვნების გაკვეთილებს,
რადგან თავიანთი ხელით ქმნიდნენ კომპოზიციებს,
პეიზაჟებს, პორტრეტებს. ნამუშევრის დეკორატიული გაწყობა, გაფორმება, სხვადასხვა
მასალის გამოყენებით, ფორმისა და ფერის შერჩევა, ფერთა გაზავება - ეს ყველაფერი ბავშვებს
უვითარებს ფერთა გამისა და ჰარმონიის შეგრძნებას, უვითარებს მხატვრულ გემოვნებას, სიზუსტეს
და აყვარებს შრომას.
თითოეული მოსწავლე ადვილად ითვისებდა მათი ასაკის
შესაფერისი სირთულის ნამუშევარს. გავაკეთეთ საკლასო გამოფენები : ,,ჯამბაზი“, ,,შემოდგომა“,,ქალაქი“,
,,ფრანი“, ,,გზაფხულის ყვავილები“, ,,მისალოცი ბარათი“, ,,ალუბალი“, ,,ყაყაჩო“....
მეორე სემესტრში ჩავატარე ღია გაკვეთილი, რომელმაც
წარუშლელი კვალი დატოვე თითოეულ მოსწავლეში.
ყოველი თემის დასრულების შემდეგ ვსაუბრობდით თუ
რა იცოდნენ, რა ისწავლეს, რა მოეწონათ და დაამახსოვრდათ. ამით ვამოწმებდი წინა გაკვეთილზე
ნასწავლ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ყველა მოსწავლემ წარმატების, მონდომებითა და სიხარულით
აითვისა წლის ბოლოს მისაღწევი საპროგრამო მასალა.
წლის ბოლოს
მოსწავლეებს შეუძლიათ:
ü მუშაობის
ელემენტარული წესების გამოვლენა.
ü წარმოდგენა
ფერებზე და ფორმებზე.
ü იციან
მასალები: ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები.
ü აკეთებენ
პრეზენტაციას.
ü პატივს
სცემენ სხვის ნამუშევრებს.
ü
ათვალიერებს ნაწარმოებებს, საუბრობს მათ შინაარსზე (სიუჟეტები, სცენები, მოვლენები
და სხვ.) და მათგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
ü
ასახელებს ცხოველებს, მცენარეებს,
საგნებს, რომლებიც
ასახულია ხელოვნების კონკრეტულ ნაწარმოებში;
ü
ამოიცნობს ხელოვნების ნაწარმოებში
ასახულ წელიწადის დროებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий