პროექტები, წრე



მხატვრული კითხვის წრე:

,,პოეზია უპირველეს ყოვლისა“

     რასაც არ უნდა კითხულობდე, ლექსი იქნება ეს თუ პროზა, აუცილებელია მსმენელამდე მიიტანო აზრი, ძარღვი ნაწარმოებისა, შენი დამოკიდებუ­ლება უნდა გქონდეს იმ მოვლენის­ადმი, რასაც ავტორი გთავაზობს და შენი, საკუთარიც შეგქონდეს ნაწარმოებში. შენი სათქმელი თქვა. ეს არ ნიშნავს, რაიმე გაუსწორო ან რუსთაველს, ან გალაკტიონს (ღმ­ერთმა დაგვიფაროს), მაგრამ შენი რუსთაველი, შენი გალაკტიონი, გნებავთ ბარათაშვილი, ვაჟა, უნდა გყავდეს და მსმენელსაც ასეთი შეაყვარო…“
    მხატვრული კითხვის წრის ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა“ , მიზანია:
·        მოსწავლეებს გაუღრმავოს ლიტერატურის სიყვარული;
·        ასწავლოს და გააცნოს ქართველი პოეტების შემოქმედება;
·        შექმნან მხატვრულ-პოეტური სახეები;
·         მოახდინოს ემოციურ-ესთეტიური  ზემოქმედება მოსწავლეებზე;
·         მხატვრული კითხვის ელემენტების დაუფლება და გაუმჯობესება;
·         მეტყველების გაუმჯობესება;
·         ზეპირმეტყველებაში არსებული ხარვეზების დაძლევა;
·         სასცენო მოძრაობების დაუფლება.


                      საწრეო მუშაობის პროგრამა

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
16.10.2017
საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა
19.10.2017
პოეტური     ხელოვნების       რაობა.      ლექსი    და    პროზა
23.10.2017
წინადადებები   შინაარსის  მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა
26.10.2017
ენის გასატეხები მათი სწორად და სწრაფად კითხვა .
მორის ფოცხიშვილი - ,,ჩემი ქართველები“
30.10.2017
ლექსის    რიტმი  
გალაკტიონ ტაბიძე - ,,მზეო თიბათვისა“
2.11.2017
მახვილი   ენასა   და   ლექსში
პატრიოტული ჟანრის ლექსები
6.11.2017
მეტრი,       რიტმი,       ცეზურა      ვერლიბრი
9.11.2017
ლექსის სახეები.   ეროვნული სალექსო ფორმები
მურმან ლებანიძე - ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“
13.11.2017
 ბარათაშვილი, ილია, აკაკი, გალაკტიონი, ვაჟას სალექსო ფორმები
16.11.2017
სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა
20.11.2017
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა
23.11.2017
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა
27.11.2017
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა
30.11.2017
ჩემი საყვარელი ლექსის მხატვრული კითხვა
04.12.2017
ჩემი საყვარელი ლექსის მხატვრული კითხვა
7.12.2017
თანამედროვე პოეტების ლექსები
11.12.2017
პოეზია უპირველეს ყოვლისა
მხატვრული კითხვა
15.12/2017
პოეზიის საათი (შემაჯამებელი)

წრე გათვლილია 8-9 წლის მოსწავლეებისთვის. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ხანგრძლივობა  1.5-2 საათი.


                            30. 10. 2017... შეხვედრა თემაზე: - ლექსის რიტმი.                           შერჩეული ლექსია გალაკტიონ ტაბიძის: ,,მზეო თიბათვისა"




2.11.2017
მახვილი ენასა და ლექსში...  პატრიოტული ჟანრის ლექსები...



 13.11.2017
  ბარათაშვილი, ილია, აკაკი, გალაკტიონი, ვაჟას სალექსო ფორმები



23.11.2017
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა






Комментариев нет:

Отправить комментарий